loader

"პროკურორის უფლებაა, დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება" - უსუფაშვილი მერაბიშვილის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პროკურორის უფლებაა, დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება" - უსუფაშვილი მერაბიშვილის საქმეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პროკურატურის დისკრეციაა, დაიწყებს თუ არა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიებას.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ უფლების მიუხედავად, პროკურატურა უნდა იყოს საზოგადოებისადმი მგრძნობიარე და კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გასცეს გამოძიებით თუ გამოძიების გარეშე.

"2020 წელს საქართველოში ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება და თავისუფლება, თავისი პოზიცია გამოხატოს ნებისმიერ მოვლენაზე. ამავე დროს, პროკურატურას უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება, დაიწყოს გამოძიება ან არ დაიწყოს გამოძიება. ამ შემთხვევაშიც, პროკურატურის დისკრეციაა, დაიწყებს საქმეზე გამოძიებას თუ - არა, თუმცა პროკურატურა უნდა იყოს საზოგადოებისადმი მგრძნობიარე და კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი გასცეს გამოძიებით თუ გამოძიების გარეშე", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა ვანო მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას სასტუმრო "რედისონში", სადაც კონფერენცია "პოლიტიკური ლანდშაფტი 2020: პოლიტიკური პარტიების მომავალი" გაიმართა.