loader

სამი წლის ბიჭუნას ხუთი ორგანო გადაუნერგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი წლის ბიჭუნას ხუთი ორგანო გადაუნერგეს

სამი წლის ადონის ორტისმა საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში უკვე ხუთი ორგანოს ტრანსპლანტაცია გადაიტანა. პატარა ბიჭუნას გადაუნერგეს ღვიძლი, პანკრეასის ჯირკვალი, კუჭი და დიდი და მცირე ნაწლავები. ყველა ოპერაცია კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ადონისი იშვიათი დაავადებით - გასტროშიზისით დაიბადა. ამ პათოლოგიის დროს მუცლის წინა კედელს თანდაყოლილი ნაპრალი აქვს, საიდანაც გამოვარდნილია მუცლის ღრუს რომელიმე ორგანო ან ორგანოები.

ადონისისთვის დონორი ოქტომბერში მოიძებნა. მას ქირურგიული ოპერაცია მაიამის ჰოსპიტალში გაუკეთეს. ექიმების თქმით, ამის შემდეგ ადონისი საბოლოოს გამოჯანმრთელდება.