loader

შსს-მ ნინოწმინდაში საბრძოლო მასალა ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ნინოწმინდაში საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის 6 საბრძოლო ვაზნა, "ა-კა-ეს"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 59 საბრძოლო ვაზნა, "ერ-გე-დე"-ს ტიპის 3 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 1 დეტონატორი და სანადირო თოფის 6 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).