loader

ალექსი პეტრიაშვილმა უწყების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსი პეტრიაშვილმა უწყების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჩვენ ვდგავართ ისტორიული ამოცანის შესრულების გზაზე და ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც მედიას მისი უწყების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

პეტრიაშვილის განმარტებით, დღეს ისე, როგორც არასდროს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიჯაჭვულია საქართველოზე. ამასთან, მან უშუალოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გამოიკვეთა პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს შორის მოწინავე და ლიდერი სახელმწიფო და ეს არის სწორედ საქართველო.