loader

"პალიტრის ოკეანე" საქართველოში პირველ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight 2013-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრის ოკეანე" საქართველოში პირველ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight 2013-ზე

საქართველოში მარკეტინგის და მასში დასაქმებული პროფესიონალების განვითარება - სწორედ ამას ისახავდა მიზნად პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 2013, რომელიც "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. ღონისძიება ინტერნეტ ჟურნალ marketer.ge-ს ორგანიზებით ჩატარდა და მას სხვა მედიასაშუალებებთან ერთად პარტნიორობას "პალიტრა მედია" უწევდა. საქართველოში პირველ ყველაზე მასშტაბურ მარკეტინგულ ღონისძიებას 200 დელეგატი დაესწრო.

13 წუთში ჩატეული გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და რეალური ისტორიები - სხვადასხვა კომპანიების პიარ სპეციალისტები და მარკეტერები მსმენელის წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ. "სპოტლაითზე" "პალიტრა მედია" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ პრეზენტაციით - "პალიტრის ოკეანე" წარადგინა.

ღონისძიების ბოლოს დელეგატებმა საუკეთესო სპიკერი აირჩიეს. ორგანიზატორები მარკეტინგული ღონისძიების "სპოტლაითის" ყოველწლიურად ჩატარებას გეგმავენ.