loader

შიშველმა წყვილმა ქალაქის ცენტრში იქორწინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შიშველმა წყვილმა ქალაქის ცენტრში იქორწინა

აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში ადგილობრივები უჩვეულო ქორწილის თვითმხილველები გახდნენ. ახალდაქორწინებულმა წყვილმა - ნუდისტმა აქტივისტმა 44 წლის გიფსი ტობმა და 20 წლის ჯეიმს სმიტმა სან-ფრანცისკოში არსებული აკრძალვა, რომელიც ქუჩაში გაშიშვლებას ეხება, ამ ფორმით გააპროტესტეს. ქალაქის ცენტრში, მერიის შენობაში ხელმოწერის ცერემონიალზე წყვილი შიშველი მივიდა. გიფსისა და ჯეიმსის გასამხნევებლად, ცერემონიალზე კიდევ რამდენიმე ადამიანი გაშიშვლდა. მათ კვალდაკვალ მიჰყვა პოლიციაც.

"ეს არის პროტესტი გაშიშვლების აკრძალვის წინააღმდეგ. ვიცი, რომ ჩემს უკან უამრავი გულშემატკივარია. მე მარტო არ ვარ", - განაცხადა პატარძალმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე