loader

გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება "ნაციონალებმა" შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება "ნაციონალებმა" შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მოსამართლეს არჩეულ მერზე ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.

"ნაციონალური მოძრაობა" გიგი უგულავასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ მუშაობის აქტიურ ფაზაზე გადადის.

ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ფართომასშტაბიანი პოლიტიკური თავდასხმა დაიწყო, ვინაიდან გადაწყვეტილების სამართლებრივი ნაწილი სადავოა.