loader

"მინდა მისგან მოვისმინო, როგორ არის" - თაკო სალაყაია მეუღლესთან შეხვედრას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა მისგან მოვისმინო, როგორ არის" - თაკო სალაყაია მეუღლესთან შეხვედრას ითხოვს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ პროკურატურას განცხადებით მიმართა და მეუღლის ნახვის უფლება ითხოვა. როგორც სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო სამი კვირაა, მეუღლის ნახვის შესაძლებლობა არ აქვს.

"ოჯახის წევრები და ახლობლები ძალიან ვნერვიულობთ. განსაკუთრებით იმ ფაქტის შემდეგ, როდესაც იგი ღამის საათებში უკანონოდ იქნა გაყვანილი საპატიმროდან. გვინდა, გავიგოთ უბრალოდ, როგორ არის, დეტალები მისგან მოვისმინოთ", - განაცხადა თაკო სალაყაიამ.

სალაყაიას თქმით, ასევე არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ მეუღლეს ტელეფონით ესაუბრობს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე