loader

ეჭვიანობის გამო კაცმა ყოფილი შეყვარებული ორი გასროლით მოკლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეჭვიანობის გამო კაცმა ყოფილი შეყვარებული ორი გასროლით მოკლა (+18)

ტაილანდელმა მამაკაცმა ყოფილი შეყვარებული იმის გამო მოკლა, რომ გოგონას ახალი ბოიფრენდი ჰყავდა. პოლიციამ მკვლელი - 35 წლის ბუნლერტ ლადლოდი მალევე დააკავა. მას ბრალი 34 წლის პიაკრონ ჰომლარპის განზრახ მკვლელობაში ედება.

შემთხვევა ოქტომბერში მოხდა. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, როგორ შევიდა სავაჭრო ცენტრში ეჭვმიტანილი და ქალს ესროლა. ამის შემდეგ იგი კიდევ ერთხელ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და საკონტროლო გასროლა გააკეთა. ბუნლერტის თქმით, 2-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ პიაკორნი დაჰპირდა, რომ არავის შეხვდებოდა, სანამ მამაკაცი მას არ დაივიწყებდა. თუმცა, ბრალდებულის თქმით, ყოფილმა შეყვარებულმა პირობა დაარღვია, რის გამოც მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ქალის მოკვლა გადაწყვიტა.