loader

ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. მერაბიშვილის პროტესტი მოსამართლის მიერ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას მოჰყვა.

ვანო მერაბიშვილმა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას შუამდგომლობით მიმართა, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაავალოს იმ ვიდეოჩანაწერების სასამართლოსთვის გადაცემა, სადაც მისი საკნიდან გაყვანაა ასახული. მერაბიშვილის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

როგორც საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მერაბიშვილმა განაცხადა, მისი საკნიდან გაყვანა წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, მასზე მთავარი პროკურორის მხრიდან ზეწოლის მცდელობა განხორციელდა.

მოსამართლემ კი შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია; აღნიშნა, რომ ფირებს 26 მაისის საქმესთან შეხება არ აქვს. ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.