loader

კუბლაშვილის თქმით, უგულავასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კუბლაშვილის თქმით, უგულავასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით კონკრეტული მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ და ვერ ჩაერევა.

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, მოსამართლის მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩარევის კომპეტენცია არავის აქვს.

კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ პირადად მას ბევრი გადაწყვეტილება არ მოსწონს, მაგრამ ვალდებულია, გადაწყვეტილებას პატივი სცეს.

"მე პირადად ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ვიცი, რომელიც არ მომწონს, მაგრამ ვალდებული ვარ, პატივი ვცე, რადგან ის მიღებულია მოსამართლის მიერ. მე შეიძლება სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდი, საქმე თავად რომ განმეხილა. რადგან მე არ განმიხილავს, უნდა ვაღიარო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მოსამართლემ", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.