loader

ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-მ ექიმი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-მ ექიმი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სასჯელაღსრულების სამინისტროს მე-15 დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი - 1967 წელს დაბადებული ნანა შ. თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული 0,8272 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,0063 გრ დეზომორფინს და 0,0058 გრ კოდეინს შეიცავს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).