loader

პატიმრის სასტიკი წამების ფაქტზე მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმრის სასტიკი წამების ფაქტზე მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდა

პატიმრის წამების ფაქტზე მეგის ქარდავას და გლდანის ციხის ადმინისტრაციის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი დაუმძიმდათ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ლაშა მაღლაკელიძემ განაცხადა, მთავარი პროკურატურის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია, ხოლო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მეგის ქარდავას წარედგინა ბრალი დაუსწრებლად, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში, ე.წ. ტერაქტების საქმის ფარგლებში, მალხაზ არქანიას დაკითხვა არაერთხელ მოხდა, რა დროსაც ხდებოდა ცემა-წამებით მისი დაპირისპირება იმავე საქმეში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან.

"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ მალხაზ არქანიას თავზე იარაღი მიადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ასევე ზეწოლის შედეგად მალხაზ არქანია აიძულეს, უარი ეთქვა მისი უფლებების დამცველ ადვოკატებზე. მასზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო მალხაზ არქანიამ თვითმკვლელობაც სცადა", - განაცხადა პროკურორმა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.