loader

საქართველო ევროკავშირისგან დამატებით 27 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო ევროკავშირისგან დამატებით 27 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

საქართველო ევროკავშირის ახალი ინიციატივის, "მეტი მეტისათვის" ფარგლებში, დამატებით 27 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს. შეთანხმებას 26 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში ხელი მოაწერეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.

ინიციატივა "მეტი მეტისათვის" ევროკავშირის იმ პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში. სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას სიღარიბის დაძლევისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში.

თანხების ათვისება მოხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის (EAPIC) მეშვეობით, რომელიც მოხმარდება საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების და დასაქმების კუთხით მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების (განათლების და მეცნიერების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) შესაძლებლობათა გაძლიერებას.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე