loader

ჟურნალი "ბომონდი" რეპუტაციისა და ნდობისთვის დაჯილდოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალი "ბომონდი" რეპუტაციისა და ნდობისთვის დაჯილდოვდა

რეპუტაცია და ნდობა - ეს ტიტული დღეიდან ყველაზე მოდურ ქართულ ჟურნალ "ბომონდს" ეკუთვნის. ეს ჯილდო 17 წლის ისტორიის მქონე ჟურნალმა "ქართული ბრენდის დღე 2013"-ის ცერემონიაზე მიიღო, რომელიც "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.

ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, ბრენდ-პერსონა და წარმატებული ტელეპროექტი - დაჯილდოების რიგით მეთერთმეტე ცერემონიაზე სწორედ ამ ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

"ქართული ბრენდის დღის" ცერემონიაზე "ბრენდ-პერსონა 2013" დაასახელეს. ამ ტიტულის მფლობელი წელს მსახიობი გივი ბერიკაშვილი გახდა.

პროექტის მიზანი ქართული ბრენდების განვითარება და ჯანსაღი კონკურენციისთვის ხელშეწყობაა და ის ყოველწლიურად ტარდება.