loader

დაჭრილი სამხედროები აშშ-ში სარეაბილიტაციოდ გაემგზავრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჭრილი სამხედროები აშშ-ში სარეაბილიტაციოდ გაემგზავრნენ

დაშავებული ქართველი სამხედროები აშშ-ში გამთენიისას გაემგზავრნენ. დაჭრილი ჯარისკაცები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკაში გაივლიან. ისინი აეროპორტში ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა გააცილეს.

რეაბილიტაციის კურსი პირველ ეტაპზე 8 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. დაშავებულ ჯარისკაცებთან ერთად, ამერიკულ კლინიკაში ქართველი პროთეზირების სპეციალისტიც გაემგზავრა, რომელიც ბიო-ელექტრო X3 ტიპის პროთეზებზე მუშაობის სპეციფიკას დაეუფლება. სამხედროების მკურნალობის კურსს ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა გაუწევს.

პროთეზირების პროგრამისა და შემდგომი რეაბილიტაციის გავლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 ჯარისკაცი გაემგზავრება. ამისათვის სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოყოფილია 866 000 აშშ დოლარი. პროგრამა მომავალში ყველა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეზე გავრცელდება.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯარისკაცები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურობას.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე