loader

ბავშვობაში ჩადენილის გამო ადამიანს არ უნდა მოვუკლათ პერსპექტივა - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვობაში ჩადენილის გამო ადამიანს არ უნდა მოვუკლათ პერსპექტივა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური "გადაჭარბებულია".
როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციასთან" ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას, რომლის მიზანიც ფარცხალაძის სახელის და მისი პიროვნების დისკრედიტაცია იყო.

პრემიერის აზრით, ფარცხალაძის წინააღმდეგ კამპანია იყო მიზანმიმართული და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული პროვოკაცია, რაც მთავარი პროკურორის ეფექტურად საქმიანობას უკავშირდება.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძეს ნასამართლეობა არ დაუმალავს და ეს მაშინვე თქვა, როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა.