loader

მორიგი აფეთქება ვოლგოგრადში - დაღუპულია 15 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი აფეთქება ვოლგოგრადში - დაღუპულია 15 ადამიანი

ვოლგოგრადში კიდევ ერთ ტერაქტს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება დღეს დილით, ამჯერად ძერჟინსკის რაიონში, ბაზართან ახლოს, ტროლეიბუსში მოხდა. დაშავდა 20-მდე ადამიანი.

"ეს კიდევ ერთი ტერაქტია, ამჯერად უკვე ტროლეიბუსში",- აცხადებენ ოლქის საგამოძიებო კომიტეტში.

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და რეანიმობილები.

ვოლგოგრადში ტერაქტი გუშინაც მოხდა. რკინიგზის სადგურში აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის არის ბავშვიც. აფეთქება მოსკოვის დროით 12:45 საათზე მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ბომბი მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოიყვანა.

ასევე იხილეთ: ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქების კადრები