loader

"150 დეპუტატიდან ერთი მიყვარს" - დავით უსუფაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"150 დეპუტატიდან ერთი მიყვარს" - დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისთვის "კოჰაბიტაციის დასასრული კანონის უზენაესობის ზეიმის დაწყებას" ნიშნავს. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში იმგვარად ვერ იმოქმედებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ მოსწონს და ვინ - არა.

"პარლამენტის წევრის მანდატი 150 ადამიანს უდევს ჯიბეში. ამ 150 ადამიანიდან ერთი მიყვარს, ცხრა-ათი 20 წელია, ჩემი თანამებრძოლია და მათთან ერთად კიდევ 25 წელი ვაპირებ პოლიტიკურ ცხოვრებას. მერე არის 50-60 დეპუტატი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, მათთან ერთად გავლილი მაქვს პერიპეტიები და მზად ვარ, ასე ვიცხოვრო. არის კიდევ 20 წევრი, რომელიც ახლა გავიცანი "ქართულ ოცნებაში", ძალიან პატივსაცემი და კარგი ხალხია და ვმეგობრობთ... იმის მიხედვით ვერ დავიწყებ მოქმედებას, ვინ მიყვარს და ვინ - არა, ვინ მომწონს და ვინ - არა, ვის დაველაპარაკები და ვის არ დაველაპარაკები. სანამ პარლამენტში ეს ხალხია, მათთან მექნება ურთიერთობა, გინდა კოჰაბიტაცია დაარქვით და გინდ ინსტიტუტის მშენებლობა" - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე