loader

"მომავალი ნათელია ჩვენი, საიმედოა" - პატრიარქის საახალწლო მილოცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომავალი ნათელია ჩვენი, საიმედოა" - პატრიარქის საახალწლო მილოცვა

"ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია ჩვენი, საიმედოა. საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს. მე დღეს გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელს საქართველოს. ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ იმედით ვხედავთ, ვუყურებთ მომავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნეობა, სიყვარული და სასაოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში" - ამბობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

"კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".