loader

"ეკლესია თქვენთანაა" - პატრიარქმა პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს წარმატება უსურვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეკლესია თქვენთანაა" - პატრიარქმა პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს წარმატება უსურვა

საპატრიარქოში უწმინდესის 81 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიღება გაიმართა. უწმინდესს იუბილეს მრევლი და საზოგადოების ცნობილი სახეები ულოცავენ.

უწმინდესთან სტუმრად იმყოფებოდა პრემირ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად. პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ყოველთვის იყო და იქნება ერის მსახური.

"...გისურვებთ თქვენ და მთელ მინისტრთა კაბინეტს დიდ წარმატებებს და მინდა ისევ გავიმეორო, რომ ეკლესია თქვენთან არის. დალოცვილი იყავით. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა.

იხილეთ ასევე: პრემიერმა და მინისტრებმა პატრიარქს იუბილე ოჯახებით მიულოცეს