loader

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საკუთარი ბიძა 120 მშიერ ძაღლს შეაჭმევინა(+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საკუთარი ბიძა 120 მშიერ ძაღლს შეაჭმევინა(+18)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბიძა უსასტიკესი სასჯელით დასაჯეს: აზიური პრესის ცნობით, იგი 120 მშიერ ძაღლს დააგლეჯინეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, იმიტაციაა და თითქოსდა, ამ უმძიმესი სადამსჯელო ღონისძიების რეპეტიციას წარმოადგენს.

67 წლის ჩრდილო კორეელი ცნობილი ფუნქციონერი და რესპუბლიკის ლიდერის ბიძა, ჩან სონ თხეკი გასული წლის დეკემბერში პირდაპირ პარტიული სხდომის დროს დააპატიმრეს. მას ბრალი დასდეს ათასგვარ დანაშაულში: დაწყებული გარყვნილი ცხოვრებიდან, დამთავრებული კორუფციითა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ჩან სონ თხეკი მძიმე ტყვიმფრქვევით დაცხრილეს, თუმცა, ჩინურმა სახლემწიფო პრესამ (Wen Wei Po) გამოაქვეყნა მისი სიკვდილით დასჯის სასტიკი დეტალები: როგორც ირკვევა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბიძა და მასთან ერთად 5 სხვა ბრალდებული გააშიშვლეს და 120 მშიერ ძაღლს მიუგდეს. სიკვდილით დასჯის "პროცედურა" მთელი საათი გრძელდებოდა და მას 300 ჩრდილო კორეელი ჩინოვნიკი ესწრებოდა.

ბიძის დასჯის შემდეგ ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ პარტიაში "განწმენდის" კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია ჩამოიშოროს ის ფუნქციონერები, რომლებიც მის ერთიანობას არღვევენ. ამასთანავე, მან თავისი ქვეშევრომები მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებასა და ატომური საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

სიკვდილით დასჯილი პარტიული ფუნქციონერი ბიძის შესახებ ცნობები მწირია. ცნობილია მხოლოდ, რომ ახალგაზრდობაში იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ბოლო წლებში კი ახალგაზრდა კიმ ჩენ ინის რეგენტი იყო. სწორედ ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ძლიერი და გავლენიანი ბიძა ჩამოიშორა.

იხილეთ ასევე: "პორნო" ვიდეო, რის გამოც კიმ ჩენ ინმა ყოფილი საყვარელი სიკვდილით დასაჯა