loader

გია ხუხაშვილს ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია ხუხაშვილს ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

გია ხუხაშვილს დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხუხაშვილმა განაცხადა, გასულ წელს მის მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობდა, დაწყებული ე.წ. კვერცხების სკანდალიდან, სხვადასხვა ბიზნეს-წილით დამთავრებული. ექსპერტის ინფორმაციით, მან დაადგინა, ვინ იდგა ყოველივე ამის უკან, ვინ აფინანსებდა ამ კამპანიას, ვინ ყრიდა ამ ინფორმაციას და რა მიზნით.

ხუხაშვილის თქმით, ის მიმართავს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს ყველა ის ფაქტი და ბრალდება, რაც მისი მისამართით იყო გამოთქმული და როგორც მან აღნიშნა, სულ მცირე ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, მზად არის, კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.

გარდა ამისა, როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, დღეს სარჩელი შეაქვს პროკურატურაში ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ ცრუ დასმენისთვის. როგორც მან აღნიშნა, დიმიტრი გაბუნიას ბრალდებები, რომ ხუხაშვილმა მასზე მუქარა განახორციელა, ტყუილია და ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ასევე იხილეთ: გია ხუხაშვილი დიმიტრი გაბუნიას ცრუ დასმენაში ადანაშაულებს