loader

"სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია" - პროტესტი ალილოს მსვლელობის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია" - პროტესტი ალილოს მსვლელობის დროს

ალილოს მსვლელობის დროს ხელოვნურ განაყოფიერებაზე საპატრიარქოს პოზიცია გააპროტესტეს. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ასოციაცია "მომავლის იმედის" წარმომადგენელმა თამარ ხაჭაპურიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ აპროტესტებს ხელოვნური განაყოფიერების გზით მოვლენილი ბავშვების დისკრედიტაციას ეკლესიის მიერ. მისი შეფასებით, ეს არის ერის გამრავლების, ასევე, ოჯახის და ადამიანის უფლების საწინააღმდეგოდ მიმართული პოზიცია.

თამარ ხაჭაპურიძეს ალილოს მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, ასეთ წმინდა დღეს ამ ქალბატონს არ ჰქონდა უფლება, მსგავსი მოთხოვნით მიეღო მსვლელობაში მონაწილეობა.

იხილეთ: პატრიარქი აბორტზე, სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე საშობაო ეპისტოლეში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე