loader

პატიმრის წამების ფაქტზე მეგის ქარდავას და გაგა მკურნალიძეს ბრალი დაუმძიმდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმრის წამების ფაქტზე მეგის ქარდავას და გაგა მკურნალიძეს ბრალი დაუმძიმდათ

ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე ამჟამად მიმალვაში იმყოფებიან. ბრალდებულების მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.