loader

მოსკოვში, ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე მუსულმანმა ილოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში, ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე მუსულმანმა ილოცა

ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე მდებარე ყაზანის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე აფრიკული წარმოშობის მამაკაცი აძვრა და ყურანის სურების მღერა დაიწყო. იგი ხმამაღლა ადიდებდა ალაჰს და ტაძრის ირგვლივ შეკრებილებს დამტვრეული რუსულით მიმართავდა: "აი, ამას უნდა უსმინოთ, ეს არის სწორი". გამვლელები კი უყვიროდნენ, რომ სახურავიდან ჩამოსულიყო.

ეკლესიის მსახურებმა ზარების რეკვა დაიწყეს მუსლიმის ქადაგების ჩასახშობად. მოგვიანებით, სახურავზე ერთადერთი პოლიციელი აძვრა და დებოშიორი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ამის შემდეგ მუსლიმი მლოცველის ბედი უცნობია. პოლიციაში ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს და მიზეზად შეტყობინებებში ასეთი შემთხვევის არარსებობა დაასახელეს.