loader

ოკლაჰომაში სატანის ქანდაკების დადგმის ინიციატივით გამოდიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკლაჰომაში სატანის ქანდაკების დადგმის ინიციატივით გამოდიან

ნიუ იორკში მოქმედმა სატანისტურმა დაჯგუფებამ ეშმაკის ძეგლის პროექტი წარადგინა, რომლის დადგმაც ორგანიზაციის წევრებს ოკლაჰომას შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან (სადაც მთავრობა და უზენაესი სასამართლოა განთავსებული) სურთ.

პროექტის ავტორების აზრით, ორმეტრიანმა სკულპტურამ ბიბლიური ათი მცნების მონუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კაპიტოლიუმთან 2012 წელს დადგეს. ძეგლის პროექტში სატანა თხისთავიანი, ქალისსხეულიანი, ჩლიქებიანი, რქებიანი და ფრთებიანი არსების - ბაფომეტის სახითაა გამოსახული. ბაფომეტი პენტაგრამიან ტახტზე ზის და მომღიმარი ბავშვები ეხვევიან გარს.

"მონუმენტს ფუნქციონალური დანიშნულებაც ექნება - ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, სატანას კალთაში ჩაუჯდეს, რომ ჩაფიქრდეს და შთაგონება მიიღოს", - ნათქვამია ავტორების განცხადებაში.

სატანისტების ინიციატივამ ოკლაჰომას შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე