loader

ირაკლი ალასანიამ რეაბილიტირებული სენაკის ბაზა დაათვალიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ რეაბილიტირებული სენაკის ბაზა დაათვალიერა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად სენაკის ბაზას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესტუმრა.

კაპიტალურად გარემონტდა 11 ყაზარმა და შტაბის ერთი შენობა; რეაბილიტაცია გაუკეთდა შიდა გათბობის სისტემას, მოეწყო სავენტილაციო სისტემა. ყაზარმებში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საძინებელ ოთახებს, საშხაპეებს, საპირფარეშოებს, კლასებსა და დერეფნებს. უახლოეს დღეებში დასრულდება რკინა-ბეტონის წყალშემკრები ორი ავზის სამშენებლო სამუშაოები.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ყველა სამხედრო ბაზაზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი სამხედრო ნაწილებში უკვე დასრულდა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე