loader

"ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებული ნორმა ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს" - უჩა ნანუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებული ნორმა ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს" - უჩა ნანუაშვილი

ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებული ნორმა ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან არ უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, კანონის აღნიშნული ნორმა უნდა იყოს მეტად კონკრეტული და ინტერპრეტირების საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.

"ცნობილია ძალიან ბევრი საქმე და ამ მუხლით არის გასამართლებული ბევრი პირი, რომელიც რეალურად არ იმსახურებს. იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს ეს ნორმა, ამის გამო არიან დღეს საპყრობილეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან არ უნდა გაგრძელდეს. მე უფრო მომხრე ვარ კონკრეტული საქმეების გადახედვის. სწორედ ამიტომაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია არის ის გამოსავალი, სადაც შესაძლებელია, ნებისმიერი მსგავსი საქმის ხელახალი განხილვა მოხდეს და არა რაიმე კანონმდებლობის შეცვლით ან ახალი კანონის მიღებით ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.