loader

ორი აქცია საყდრისის ისტორიულ საბადოზე სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი აქცია საყდრისის ისტორიულ საბადოზე სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით

მეცნიერთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართა, სადაც მათ საყდრისის 5 000 წლის ოქროს საბადოზე კომპანია RMG gold-ის მიერ სამუშაოების დაწყება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სამინისტროსგან ძეგლზე განხორციელებული ვანდალიზმის შეწყვეტას მოითხოვენ.

კულტურის სამინისტროდან აქციის მონაწილეებმა ვაკეში RMG gold-ის ოფისთან გადაინაცვლეს. აქციაზე ადა მარშანიამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა, კომპანია RMG gold-ი კი გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიად მოიხსენია, რომელიც ეროვნულ ფასეულობას ანგრევს. აქციის მონაწილეებმა კომპანიის ხელმძღვანელობას მოუწოდეს, შეწყვიტოს ისტორიულ ოქროს საბადოზე სამუშაოები.