loader

NASA-მ "ღმერთის ხელი" დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NASA-მ "ღმერთის ხელი" დააფიქსირა

"ღმერთის ხელი" - ასე უწოდეს NASA-ს მეცნიერებმა ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ღრუბელს, რომელიც დაახლოებით 17 ათასი სინათლის წელიწადით არის დაშორებული დედამიწიდან. ობსერვატორიამ კოსმოსური ტელესკოპის NuSTAR-ის მეშვეობით, "მკვდარი" ვარსკვლავის ნარჩენები დააფიქსირა, რომლსაც მართლაც ხელის მტევნის ფორმა აქვს.

"ნასას" მიერ გავრცელებულ ფოტოზე ცისფრად წარმოდგენილია მატერია, რომელიც ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ გამოთავისუფლდა, ხოლო მწვანე ფერებში რენტგენული კოსმოსური ობრსერვატორიის მიერ მიღებული მონაცემები.

წარმოქმნილი ღრუბლის ნაწილაკები მატერიის გარშემო არსებულ მაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედებენ, რაც რენტგენის სხივებში გატარების შემდეგ, ნათებას იწვევს. შედეგად რჩება შთაბეჭდილება, რომ ღრუბელი გაშლილი ხელის ფორმისაა.


ასევე იხილეთ:

"ღმერთის თვალი" - Helix Nebula, რომელიც კოსმოსიდან "გვათვალიერებს"

როგორ "მღერის" დედამიწა? - მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის "მელოდია" ჩაწერეს