loader

"მერაბიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რა რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერაბიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რა რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალა არ არსებობდა. ამასთან, თინა ხიდაშელის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ინციდენტის შემდეგ სპეციალისტების ჯგუფმა შეამოწმა ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულება და როგორც აღმოჩნდა, პრაქტიკულად არც ერთი ვიდეოკამერა არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რისთვისაც ისინი არსებობს. დეპუტატის განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში, მათ ჩაწერის მაგივრად მხოლოდ თვალთვალის ფუნქცია აკისრიათ.