loader

"საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე" - ირაკლი ღარიბაშვილი

განვლილი წელი ურთულესი და ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"სამწუხაროდ, მემკვიდრეობით გვერგო ეკონომიკა, რომლის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 50%-ს აღემატებოდა, ხოლო სამომხმარებლო კალათისა და პირველადი მოხმარების საქონლის 80% იმპორტზეა დამოკიდებული. ექსპორტის მაჩვენებლებში მოწინავე ადგილებზეა ის სასაქონლო პოზიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ქართული წარმოების პროდუქტს. დაგვხვდა ეკონომიკა, სადაც დასაქმებულთა 54% მოდის სოფლის მეურნეობის სექტორზე, რომლის წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ აღემატება 9%-ს, ხოლო 16% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, შედეგად, საქართველომ მიიღო იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომლის ზრდაც წლების განმავლობაში დამყარებული იყო მხოლოდ მოხმარების და არა წარმოების სტიმულირებაზე.