loader

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა მედიასთან პრემიერ-მინისტრის რანგში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა მედიასთან პრემიერ-მინისტრის რანგში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს და მას მედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ესწრება.

"მე ჟურნალისტებს პირველად ვხვდები პრემიერ-მინისტრის რანგში. მიხარია, რომ შეხვედრების ტრადიცია, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, გრძელდება. ეს საინტერესოა მთავრობისთვის, თქვენთვის და განსაკუთრებით, ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ მთავრობის საქმიანობა იქნებოდა ღია და გამჭვირვალე. გვინდა ვიცოდეთ, რა აწუხებს მოსახლეობას. გვინდა მოვისმინოთ თქვენი კითხვები, დიდი ინტერესით მოგისმენთ ყველას", - მიმართა პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყების წინ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ის მაქსიმალურად შეეცდება, ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე