loader

რატომ არ ეკითხებოდით სააკაშვილს, რატომ ფლანგავდა ხალხის ფულს? - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ ეკითხებოდით სააკაშვილს, რატომ ფლანგავდა ხალხის ფულს? - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას, ფუფუნებაში ვიცხოვროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მედია ზედმეტად ახდენს სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხის აჟიტირებას.

"როცა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართულ წვეულებას ახსენებთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი პროტოკოლი, ეტიკეტია, რომ როცა ევროკავშირიდან, საფრანგეთიდან ან სხვა ქვეყნიდან უცხოური დელეგაცია ჩამოდის, ვალდებულებაც კი არის, რომ ის წაიყვანო და ავახშმო. არ შეიძლება ხადური გადააყოლოთ იმას, რომ 4 ათასი ლარი დახარჯა, მით უმეტეს, რომ ის მარტო არ წასულა და არ უქეიფია, მან წაიყვანა საფრანგეთის დელეგაცია. ამაზე სირცხვილიცაა, რომ ამდენს ვსაუბრობთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, საკუთარი პირობების გაუმჯობესებაზე წინა ხელისუფლება ფიქრობდა.


ასევე იხილეთ:

მერაბიშვილი ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება - ირაკლი ღარიბაშვილი

"თუ ხართ გასაკრიტიკებელი, ეს კრიტიკა უნდა მიიღოთ" - ღარიბაშვილი მედიას