loader

მამაკაცმა გამყიდველი იმის გამო სცემა, რომ გოგონამ მას ფეხსაცმელი არ გახადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა გამყიდველი იმის გამო სცემა, რომ გოგონამ მას ფეხსაცმელი არ გახადა

23 წლის რამზან ისაევი მოსკოვში Nike-ის მაღაზიის გამყიდველს - იულია ზარიპოვას დაესხა თავს. კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ გოგონამ უარი განაცხადა, კლიენტისთვის სპორტული ფეხსაცმელი ჩაეცვა და გაეხადა.

დაკითხვაზე გოგონამ პოლიციელებს თავდასხმის დეტალები უამბო: "უცნობი მამაკაცი მოვიდა და მთხოვა, მისთვის სპორტული ფეხსაცმელი შემერჩია. მას შემდეგ, რაც ერთი წყვილი მოსინჯა და არ მოერგო, ვთხოვე, გაეხადა და სხვა ზომას მივუტანდი. პასუხად ფეხი მომიშვირა და მითხრა, მე გამეხადა მისთვის. არაფერი მითქვამს და სხვა ზომის მოსაძებნად წავედი. როდესაც ახალი ფეხსაცმელი მივუტანე, მან შემდეგი სიტყვებით მომმართა: "ახლა ჩამაცვი".

იულია ზარიპოვას თქმით, მან კლიენტს უხამსი მიმართვის გამო შენიშვნა მისცა, რაზეც საპასუხოდ მამაკაცისგან შეურაცხმყოფელი სიტყვები მიიღო. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ გამყიდველმა თავი ვერ შეიკავა და კლიენტს ფეხსაცმელი ესროლა. ისაევი გაბრაზდა და გოგონას თმებში სწვდა.