loader

კომპანია RMG-ის თანამშრომლები მარინა მიზანდარის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომპანია RMG-ის თანამშრომლები მარინა მიზანდარის წინააღმდეგ

კომპანია RMG-ის თანამშრომლები კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარს დაუპირისპირდნენ. კაზრეთის საწარმოს თანამშრომლები კულტურის სამინისტროს მიერ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სამინისტრო კომპანია RMG-ს სალიცენზიო ტერიტორიაზე მუშაობის გაგრძელების უფლებას არ აძლევს.

კულტურის მინისტრის მოადგილემ შეკრებილებს 50 დელეგატის შერჩევა და "უმნიშვნელოვანეს ძეგლზე ადამიანურად მოლაპარაკება" შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეები შეთავაზებას არ დათანხმდნენ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ RMG-ის თანამშრომლებს არ აქვთ გაცნობიერებული ის ფასეულობა და ღირებულება, რაც გააჩნიათ საყდრისის სახით მათსავე ტერიტორიაზე, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა.