loader

დიდ ბრიტანეთში გაჩენილი ხანძარი კოსმოსიდან გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდ ბრიტანეთში გაჩენილი ხანძარი კოსმოსიდან გადაიღეს

დიდ ბრიტანეთში, იორკში გაჩენილი ხანძრის კოლოსალური კვამლი კოსმოსიდან გადაიღეს. იორკის ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში 15 ათას ტონამდე საბურავის რეზინი იწვის. ხანძარს 70-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევს რამდენიმე დღის განმავლობაში ფანჯრებისა და კარის ღიად დატოვებისგან თავი შეიკავოს. იორკის თავზე სქელი, შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი გარკვევით ჩანს ნასას კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.