loader

პანაშვიდზე მომხდარ ჭყლეტას ინდოეთში 18 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანაშვიდზე მომხდარ ჭყლეტას ინდოეთში 18 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ათასობით ადამიანი გარდაცვლილი მუსლიმი სულიერი ლიდერის პანაშვიდზე იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხალხი იმ სახლის კარს მიაწყდა, სადაც 102 წლის მუსლიმი სულიერი ლიდერის ცხედარი ესვენა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში, მსგავსი ინციდენტების შედეგად, ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება. 2011 წელს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ინდოეთის სამხრეთით, კერალაში ერთ-ერთი სახალხო ფესტივალის დროს.