loader

საზარელი მკვლელობა ბათუმში: ბიზნესმენი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა ბათუმში: ბიზნესმენი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე საკუთარ ბინაში ევგენი კოზლოვიჩი მისმა ახლობლებმა მოკლული იპოვეს.
როგორც ბინის მიმდებარედ მშენებარე ობიექტის თანამშრომელმა ვაჟა თურმანიძემ აღნიშნა, პირადმა მძღოლმა და ბუღალტერმა ბიზნესმენს საცხოვრებელ სახლში გვიან საღამოს მიაკითხეს და შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მისივე თქმით, ევგენი კოზლოვიჩი მერვე სართულზე მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა, ისინი ბოლო პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდნენ.
რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას გასროლის ხმა არ გაუგია.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კრიმინალისტები და სამართალდამცველები. მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. ცხედარს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში სისხლის გუბე რამდენიმე ადგილზე იყო. სისხლის კვალი ასევე შესასვლელ კართან ფიქსირდებოდა. სავარაუდოდ, მკვლელმა ბიზნესმენს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და გაიქცა, ევგენი კოზლოვიჩი კი გარდაცვალებამდე კარის მიმართულებით გადაადგილდა.
40 წლამდე ასაკის ბიზნესმენს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე რესტორანი "ბათუმი" და ლუდის ბარი "ლუდი კოზლოვიჩი" ჰქონდა.