loader

ჩახუტების დღე თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩახუტების დღე თბილისში

თბილისში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩახუტების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ილიას უნივერსიტეტიდან დაიწყო, რის შემდეგაც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩაზე იკრიბებიან და გამვლელებს ეხუტებიან.

მათთან ერთად იმყოფებიან ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის თილისმები - ვეფხვი და ბიჭი, რომელთა პრეზენტაცია დღეს მოხდა.

გამვლელებს ეხუტებიან და აქციაში ასევე იღებენ მონაწილეობას ევროპის 2014 წლის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის, "თბილისი 2014"-ის თილისმა ციყვი "კოკო", ასევე მოხალისეები, რომლებიც ეხუტებიან მოსახლეობას და პარალელურად, სამახსოვრო სტიკერებს ჩახუტების პროცესში ზურგზე აკრავენ.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად