loader

ექსპერტები პრემიერს "სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს" შექმნის წინადადებით მიმართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსპერტები პრემიერს "სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს" შექმნის წინადადებით მიმართავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ექსპერტები - ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან ალაფიშვილი და გიორგი აბაშიშვილი "სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს" შექმნის წინადადებით მიმართავენ.

როგორც ექსპერტებმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფის და სასურველი ეკონომიკური შედეგის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას სწორედ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა და მსხვილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული პროექტების განხორციელება წარმოადგენს; ამ თვალსაზრისით კი, როგორც მათ განაცხადეს, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობა ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და სრულყოფას.

"სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს" შექმნის შესახებ აღნიშნული ოთხი ექსპერტის მიმართვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღესვე გადაეგზავნება.