loader

მსოფლიო ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიო ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

21 იანვარს მსოფლიო ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის მთავარ მიზანს მეგობრული ჩახუტება წარმოადგენს როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ ადამიანებთან. "ჩახუტების დღეს" საფუძველი სტუდენტებმა 70-იან წლებში ჩაუყარეს. არსებული შეხედულების მიხედვით, ჩახუტების დროს ადამიანები ერთმანეთს გულითად სითბოს უნაწილებენ. არსებობს ასევე "მეცნიერული" მტკიცებულება იმისა, რომ ჩახუტება აძლიერებს იმუნიტეტს, სტიმულირებას უწევს ნერვულ სისტემას და იწვევს სისხლში ჰემოგლობინის მომატებას. ასევე, ჩახუტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი თვისება ორგანიზმში ენდორფინის ანუ ე.წ. "ბედნიერების ჰორმონის" გამოყოფაა.