loader

ირაკლი ალასანიამ რეაბილიტირებული ადლიას ბაზა დაათვალიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ რეაბილიტირებული ადლიას ბაზა დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დასავლეთ-ოპერატიული დაჯგუფების, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადლიას ბაზაზე 2013 წლის გეგმით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს.

ყაზარმაში შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა ვენტილაცია და ახლით შეიცვალა გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა კაფელ-მეტლახი, შეიცვალა მილგაყვანილობა, ჩატარდა სამღებრო და შესაბამისი თანმხლები სარემონტო სამუშაოები; სასწავლო კლასები ახალი ინვენტარით აღიჭურვა; მოწესრიგდა ბაზის ტერიტორიის გარე განათება და შემოიღობა სამხედრო ნაწილის მთლიანი პერიმეტრი. მიმდინარეობს სამხედრო ნაწილის გაზიფიცირების სამუშაოებიც.