loader

"ხელფასი აქამდე რა იყო, ისიც არ ვიცი" - კალაძე მინისტრების ხელფასის შემცირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელფასი აქამდე რა იყო, ისიც არ ვიცი" - კალაძე მინისტრების ხელფასის შემცირებაზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრემიერის მიერ მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის ხელფასის შემცირების გადაწყვეტილებას "ბიუჯეტის თანხების რაციონალურად ხარჯვის" მიზეზით ხსნის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა, დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ ამის გათვალისწინებით მიიღო.

მინისტრებს სახელფასო დანამატი უმცირდებათ და ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო, სახელფასო დანამატთან ერთად, 5000 ლარი გახდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით მიიღო.