loader

სოფლის გადაწყვეტილებით, 20 წლის ინდოელი გოგონა 12-მა მამაკაცმა გააუპატიურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფლის გადაწყვეტილებით, 20 წლის ინდოელი გოგონა 12-მა მამაკაცმა გააუპატიურა

ინდოეთში, ბენგალის შტატის სოფლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს. ეს განაჩენი სოფლის 13-კაციანმა საბჭომ იმის გამო მიიღო, რომ გოგონას აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ სოფლელ მამაკაცთან. როგორც ცნობილია, გაუპატიურებაში 12 მამაკაცი მონაწილეობდა. ახალგაზრდა ქალი შემთხვევის მეორე დღეს კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით 13 ადამიანი დააკავა, მათ შორის, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე. მსგავსი "მოსამართლეები" ინდოეთის სოფლებში ხშირად მიმართავენ დასჯის სასტიკ ფორმებს, მათ შორის - წყვილების მკვლელობას, რომლებიც არ ემორჩილებიან ადგილობრივ კანონებს.

ყველაზე შემზარავი ჯგუფური გაუპატიურება 2012 წელს მოხდა, როდესაც 23 წლის სტუდენტ გოგონაზე ავტობუსში ექვსმა მამაკაცმა იძალადა. მსხვერპლი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ამ შემთხვევას ინდოეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. მკაცრი ზომების მიღების მიუხედავად, ქალებზე ძალადობა და დისკრიმინაცია ინდოეთის ზოგიერთ სოფელში მაინც მაღალია.