loader

კამათი ნინია კაკაბაძესა და ელისო ჩაფიძეს შორის "პალიტრის" ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კამათი ნინია კაკაბაძესა და ელისო ჩაფიძეს შორის "პალიტრის" ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე

მზად ვარ დაწვრილებით მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია, ვინ რა ინტერესს ატარებდა და რა როლს ასრულებდა კანონპროექტების ლობირების საკითხში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელისო ჩაფიძემ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საუბრისას. სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ჟურნალისტი ია ანთაძე და ნინია კაკაბაძე. ამ უკანასკნელის კანდიდატურა პარლამენტმა არ დაამტკიცა. ელისო ჩაფიძის თქმით, მისი უფლებაა მხარს ვის დაუჭერს და ამ საკითხზე ასეთი ისტერიკის ატეხვა ჯანსაღად არ მიაჩნია.

"როცა მიხეილ სააკაშვილი განადგურებით გვემუქრებოდა, დაასახელონ ნინია კაკაბაძემ და სხვებმა მხარდაჭერის ერთი მაგალითი", - მიმართა მან სტუდიის სტუმრებს, რაზეც ნინია კაკაბაძემ უპასუხა, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ის მუდამ აკრიტიკებდა. რაც შეეხება ელისო ჩაფიძის დევნას, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. კაკაბაძემ ჩაფიძის განცხადებას აბსოლუტური უპასუხისმგებლობა უწოდა.