loader

მზადდება რეგულაცია, რომელიც გამორიცხავს სუროგაცია იქცეს ბიზნესად - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მზადდება რეგულაცია, რომელიც გამორიცხავს სუროგაცია იქცეს ბიზნესად - თეა წულუკიანი

შოკისმომგვრელი იყო ის ხმაური, რაც მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

მისი განმარტებით, სასულიერო ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას და საკუთარ მრევლს შეაგონოს ან აუხსნას ის, რაც არის სწორი, რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ის იზიარებს ყველა იმ ოჯახის ტკივილს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ყავს შვილი და გამოხატა ტკივილი ეპისტოლეს მიმართ.

რაც შეეხება სუროგაციას, წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს რეგულაციაზე, რათა სუროგაცია არ იყოს ბიზნესად ქცეული.

ის ასევე მოუწოდებს სხვადასხვა კლინიკებს, გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა ქალებისთვის სუროგაციის შეთავაზებით.