loader

ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსიშვილის ოჯახი და ადვოკატები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსიშვილის ოჯახი და ადვოკატები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ

ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის დავით რუსიშვილის ოჯახი და ადვოკატები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ რუსიშვილი უდანაშაულოა. ამასთან დაკავშირებით დღეს ბრალდებულის მამამ, თემურ რუსიშვილმა, ადვოკატებმა გელა ნიკოლეიშვილმა, თემურ მაგრაქველიძემ და ექსპერტმა გია დეკანოიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

მათი მტკიცებით, მკვლელობის დროს სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში რუსიშვილი არ ფიგურირებს. როგორც დეკანოიშვილი განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნა მას სასამართლოზე უნდა წარედგინა, მაგრამ ის მოწმეთა სიიდან ამოიღეს და არ მისცეს საშუალება სასამართლოთვის ჩვენება მიეცა.

დეკანოიშვილის თქმით, ვიდეოკადრში პიროვნება, რომელიც რუსთაველზე სასტუმრო "მარიოტის" მიმართულებით გარბის, რუსიშვილი არ არის. ადვოკატის თქმით, აღნიშნული გარემოება გამოძიებამაც დაადასტურა.

მოკლული ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი ადასტურებს, რომ რუსიშვილი აღნიშნულ კადრში ნამდვილად არ ფიგურირებს, თუმცა, კოჭლამაზაშვილის თქმით, რუსიშვილი სხვა კადრებში აშკარად ჩანს.

ზურაბ ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მკვლელობისათვის გასამართლებულია სამი პირი. მათგან ორს ივერი გოგბერაშვილს 24, ხოლო დავით რუსიშვილს 21 წელი აქვთ მისჯილი.

იხილეთ ასევე: მოკლული ზურა ტარყაშვილის დედის თქმით, მისი შვილის მკვლელებს მარგველაშვილი და წულუკიანი მფარველობენ