loader

რა პრეტენზიები აქვს ლაშა ტუღუშს ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პრეტენზიები აქვს ლაშა ტუღუშს ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიასთან

უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ერთ-ერთი წევრი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში კომისიის დაგეგმილ სხდომაზე პრეტენზიების გამოთქმას აპირებს. ამის შესახებ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში განაცხადა.

ლაშა ტუღუშის უკმაყოფილება ხუთი თვის განმავლობაში სხდომის გაუმართაობას უკავშირდება. "პრეტენზიები მაქვს და ვაპირებ ამის გამოთქმას, რადგან, როდესაც არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, კომისია შეიკრიბოს თვეში ერთხელ მაინც, არ შეიძლება, ის შეიკრიბოს ხუთ თვეში ერთხელ, ისიც ბოლო დღეს; თითქოს ეს რაღაც საახალწლო ღონისძიებაა და უნდა დაგვემშვიდობონ, დაახლოებით ამას ჰგავს. მე მეჩვენება, რომ ბევრი მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი ვერ აცნობიერებს, რამდენად ღრმა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამიტომაც არის ასეთი დამოკიდებულება კომისიის მიმართ", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ასევე იხილეთ: ერთდროულად რამდენი ადამიანის მოსმენაა შესაძლებელი ე.წ. "შავი ყუთების" მეშვეობით?

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად